კარლო კაჭარავას ხსოვნის საღამო გაიმართება
7 თებერვალს, 18:00 საათზე, ეროვნულ ბიბლიოთეკაში, მხატვრისა და პოეტის კარლო კაჭარავას ხსოვნის საღამო გაიმართება. ის 55 წლის გახდებოდა.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, კარლო კაჭარავას შემოქმედებაზე ისაუბრებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ბელა წიფურია.
ოთარ ჭილაძის სახელობის კულტურულ-საგანმანათლებლო არასამთავრობო ორგანიზაცია “აველუმი” მადლობას უხდის კარლო კაჭარავას დას, ქალბატონ ლიკა კაჭარავას, მხარდაჭერისთვის.