სიღნაღში „ეტალონის“ მეორე ეტაპის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
სიღნაღის საჯარო სკოლაში ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ II ეტაპის კონკურსი გაიმართა, რომელშიც სიღნაღის მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
ღონისძიება ტრადიციულად პროექტის ავტორს გოჩა ტყეშელაშვილს მიჰყავდა.
2019 წლის „ეტალონის“ მეორე ეტაპის სამეულში სოფელ საქობოს, ტიბაანის და წნორის #I საჯარო სკოლის მოსწავლეები მოხვდნენ. მათგან, პირველი ადგილი ტიბაანის საჯარო სკოლის მოსწავლემ დავით ბიძინაშვილმა დაიმსახურა.
გამარჯვებული მოსწავლეები სპეციალურის სიგელებით სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი გოგილაშვილმა, სიღნაღის რესურსცენტრის ხელმძღვანელმა ლია ბეჟაშვილმა და თავად პროექტის ავტორმა გოჩა ტყეშელაშვილმა დააჯილდოვა.