პრემიერა მოზარდმაყურებელთა თეატრში – შექსპირის „ქარიშხალი“ დაიდგმება
2 და 3 თებერვალს, 19:00 საათზე, ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდმაყურებელთა თეატრში პრემიერა გაიმართება, უილიამ შექსპირის „ქარიშხალი“ დაიდგმება.
მოზარდამყურებელთა თეატრში ამბობენ, რომ პიესა ყველა იმ ტკივილს, სიხარულს, შურსა და ძალაუფლების წყურვილს გადმოსცემს, რაც ზოგადად უილიამ შექსპირის ნაწარმოებებს ახასიათებთ… სპექტაკლი კიდევ ერთხელ შეგვახსენებს: „ქარიშხალში გაცემულ დაპირებებს მშვიდ ამინდში ივიწყებენ“.
რეჟისორი: გიორგი თავაძე; მხატვარი: ანკა კალატოზიშვილი; მუსიკალური გაფორმება: დავით თავაძე; ქორეოგრაფი: გია მარღანია.
„ქარიშხალი“ უილიამ შექსპირმა თავისი მოღვაწეობის ე.წ. მესამე, ბოლო პერიოდში დაწერა.