რუსეთში საქართველოს მოქალაქე მესაზღვრისთვის ქრთამის მიცემის ფაქტზე დააკავეს

რუსეთში, “შერემეტოვოს” აეროპორტში საქართველოს მოქალაქე მესაზღვრისთვის ქრთამის მიცემის ფაქტზე დააკავეს.
ის რუსეთში ჩინეთის მკვიდრის შესვლისთვის მესაზღვრეს ქრთამს აძლევდა. მომხდარის შესახებ ინფორმაციას რუსეთის საგამოძიებო უწყება ავრცელებს.
“წინასწარი გამოძიების თანახმად, 2019 წლის 9 იანვარს საერთაშორისო აეროპორტის “შერემეტოვოს” სასაზღვრო პუნქტის მეთვალყურეს საქართველოს მოქალაქემ 50 ათასი რუბლი ქრთამის სახით იმისთვის გადასცა, რომ ჩინეთის მოქალაქე საზღვარზე უკანონოდ შემოეშვა”,- ნათქვამი საგამოძიებო კომიტეტის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები