თიანეთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში დაცულ სანათლავს კულტურული მემკვიდრეობის მოძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა
თიანეთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში დაცულ სანათლავს კულტურული მემკვიდრეობის მოძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა.
ამის შესახებ ბრძანება საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორმა ნიკოლოზ ანთიძემ გამოსცა.
სანათლავი (ემბაზი) VI-VII საუკუნეებს მიეკუთვნება მისი ზომაა – 85-60-45სმ. ამჟამად სანათლავი თიანეთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში ინახება.