ეროვნული ბიბლიოთეკის დამოუკიდებლობის დარბაზში „ვეფხისტყაოსნის“ საჯაროდ კითხვა გაიმართება
17 ივნისს, 11:00 საათიდან 19:00 საათამდე, ეროვნული ბიბლიოთეკის დამოუკიდებლობის დარბაზში (ბიბლიოთეკის მე-2 კორპუსი, გუდიაშვილის ქ. 5) „ვეფხისტყაოსნის“ საჯაროდ კითხვა გაიმართება. ღონისძიების ინიციატორია მწერალი დათო ტურაშვილი.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, „ვეფხისტყაოსნის“ საჯაროდ კითხვის დღეს ნებისმიერ მსურველს ექნება შესაძლებლობა, პოემიდან მისთვის საყვარელი სტროფი წაიკითხოს. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ მწერლებიც და სკოლის მოსწავლეებიც.
დამოუკიდებლობის დარბაზში სპეციალურად ამ დღისთვის წარმოდგენილი იქნება ბიბლიოთეკის იშვიათ გამოცემათა ფონდში დაცული „ვეფხისტყაოსნის“ უნიკალური გამოცემები.