ბორჯომში, ჭიხარულას წმინდა გიორგის ეკლესიას კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა

ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭიხარულაში მდებარე წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიას კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა. ეს სტატუსი ძეგლმა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის, ნიკოლოზ ანთიძის 18 აპრილის  ბრძანებით მიიღო.
ეკლესია XIX საუკუნის შუა ხანებშია აგებული, სავარაუდოდ, ძველი ეკლესიის ადგილას, ერთსაფეხურიან ცოკოლზე დგას. ფასადი რუხი და მოყვითალო ბაზალტის თლილი ქვისაა. ალაგ-ალაგ წითელი ქვაც ურევია წყობაში. სარკმელები თაღოვანია. დასავლეთის ფასადზე, მარცხენა ფლანგზე თეთრ ქვაში ამოკვეთილია სამშენებლო წარწერა 1862-63 წწ. შესასვლელის თავზე ჯვრის რელიეფური გამოსახულებაა. იგივე გამოსახულება მეორდება აღმოსავლეთ სარკმლის თავზეც. აქვს ჩაკვეთილი სიბრტყიანი თარო კარნიზი.
დარბაზი გადახურულია კამარით. აღმოსავლეთით ორსაფეხურიან სატრიუმფო თაღიანი ნახევარწრიული აბსიდია. მის ჩრდილო გვერდზე თაღიანი ნიშაა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები