თბილისის ბალეტის მეორე საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება
23 ივნისს, 20:00 საათზე, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში თბილისის ბალეტის მეორე საერთაშორისო ფესტივალი იწყება.
როგორც „კვირას“ ოპერის თეატრში განუცხადეს, ფესტივალში მონაწილეობენ: ნიდერლანდების ცეკვის თეატრი 2, თანამედროვე ცეკვის დასი იტალიიდან Spellbound Contemporary Ballet, მედი ვალერსკის ახალი ბალეტი “Orawa” (მსოფლიო პრემიერა), “რომეო და ჯულიეტა” და “მძინარე მზეთუნახავი” ნინო ანანიაშვილის, მარსელო გომესის (აშშ), ამანდინ ალბისონის, ჟერემი ლუ კერის (პარიზის ნაციონალური ოპერა) და თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასი.
ფესტივალი 1 ივლისამდე გასტანს.