ესტონეთის ეროვნული სიმფონიური ორკესტრის კონცერტი გაიმართება

13 ივნისს, 18:00 საათზე,  ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ კულტურული ცენტრის დიდი დარბაზი ესტონეთის ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრს უმასპინძლებს. კონცერტს უდირიჟორებს მაესტრო ნეემე იარვი.

როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, სოლისტები არიან: ელინა ნეჩაევა (სოპრანო); მიკელ პოლი (ფორტეპიანო);
არვო ლეიბური (ვიოლინო).
პროგრამა: ს. რახმანინოვი, ა. ლემბა, გ. ყანჩელი, ე. ტუბინი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები