კოტე ჯანდიერმა ბერლინელ მკითხველს რომანი – „გლობალიზაცია“ წარუდგინა
ბერლინში, Klak Fabrik- ში, კოტე ჯანდიერმა თავისი წიგნი „გლობალიზაცია“ გერმანულენოვან მკითხველს წარუდგინა. ღონისძიების მოდერატორი ალექსანდრე კარტოზია იყო.
როგორც „კვირას“ ქართული წიგნის ეროვნული ცენტრიდან აცნობეს, კოტე ჯანდიერის მცირე რომანი „გლობალიზაცია“ მოხუც ქართველ გლეხზეა. იგი მოგვითხრობს თავისი ცხოვრების ამბავს – საქართველოს გასაბჭოებიდან 90-იანი წლების ჩათვლით.