ფესტივალი „თბილისის რიტმი“ ცნობილი ფრანგი გიტარისტისა და კომპოზიტორის, ტომ იბარას გამოსვლით გაიხსნება

ჯაზის “ამომავალი ვარსკვლავის” ჯილდოს მფლობელი, 18 წლის ფრანგი გიტარისტი და კომპოზიტორი ტომ იბარა 12 ივნისს რუსთაველის თეატრში გახსნის ფესტივალს “თბილისის რიტმი”. საერთაშორისო ფესტივალი „თბილისი რიტმი“, 20:00 საათზე, რუსთაველის თეატრში  გაიხსნება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, „თბილისი რიტმის“ ოფიციალური წარდგენა  2017 წლის 24 ოქტომბერს გაიმართა რუსთაველის თეატრის დიდ სცენაზე პროექტით – „მარე ნოსტრუმ“- ვირტუოზი მუსიკოსების: იტალიელი მესაყვირის პაოლო ფრეზუს, ფრანგი აკორდეონისტის რიშარ გალიანოსა და შვედი პიანისტის იან ლუნდგრენის მონაწილეობით.
წელს კი ფესტივალს გახსნის ჯაზის „ამომავალი ვარსკვლავის” ჯილდოს მფლობელი, 18 წლის ფრანგი გიტარისტი და კომპოზიტორი ტომ იბარა ჯგუფთან ერთად.
23 ივნისს, ფესტივალს დახურავს “ნიაზ დიასამიძე 33 ა” თბილისის საკონცერტო დარბაზში.
ფანკ-ფიუჟენ, ჯაზის, როკისა და ინსტრუმენტალური პოპმუსიკის ვირტუოზის ტალანტი აღიარეს მსოფლიოში ცნობილმა ჯაზმენებმა: მარკუს მილერმა, რიჩარდ ბონამ, დიდიე ლოკვუდმა და სილვენ ლუკმა.
2016 წელს სენტ-ემილიონის ფესტივალზე მარკუს მილერის ბენდთან ერთად გამოსვლა გახდა ერთ-ერთი ღირშესანიშნავი მოვლენა ტომ იბარას მუსიკალურ ცხოვრებაში.
ტომ იბარა მსმენელის წინაშე წარდგება რეპერტუარით ახალი ალბომიდან Sparkling.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები