თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის პირველი პრესკონფერენცია გაიმართა
სასტუმრო „სტამბაში“, თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის პირველი პრესკონფერენცია გაიმართა. ფესტივალის მრავალფეროვან პროგრამასა და სამომავლო გეგმებზე კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ, თბილისის მერის მოადგილემ სოფიო ხუნწარიამ და ფესტივალის დირექტორმა ეკატერინე მაზმიშვილმა ისაუბრეს.
საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს, თბილისის მერიის მხარდაჭერით, 14-30 სექტემბერს, თბილისი მე-10 საიუბილეო თეატრალურ ფესტივალს უმასპინძლებს. 10 წლის განმავლობაში ფესტივალი არა მარტო საქართველოს ერთ-ერთი მთავარი კულტურული მოვლენაა, არამედ კავკასიისა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ფესტივალებს შორის ერთ-ერთი ლიდერია.