რუსთაველის თეატრში საერთაშორისო ფესტივალი – „თბილისი რიტმი“ გაიხსნება
12 ივნისს, 20:00 საათზე, რუსთაველის თეატრში, საერთაშორისო ფესტივალი „თბილისი რიტმი“ გაიხსნება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, „თბილისი რიტმის“ ოფიციალური წარდგენა 2017 წლის 24 ოქტომბერს გაიმართა რუსთაველის თეატრის დიდ სცენაზე პროექტით – „მარე ნოსტრუმ“- ვირტუოზი მუსიკოსების: იტალიელი მესაყვირის პაოლო ფრეზუს, ფრანგი აკორდეონისტის რიშარ გალიანოსა და შვედი პიანისტის იან ლუნდგრენის მონაწილეობით.
წელს, 12 ივნისს, ფესტივალს გახსნის ჯაზის „ამომავალი ვარსკლავის” ჯილდოს მფლობელი, 18 წლის ფრანგი გიტარისტი და კომპოზიტორი ტომ იბარა ჯგუფთან ერთად. 23 ივნისს, ფესტივალს დახურავს “ნიაზ დიასამიძე 33 ა” თბილისის საკონცერტო დარბაზში.
ფანკ-ფიუჟენ, ჯაზის, როკისა და ინსტურმენტალური პოპმუსიკის ვირტუოზის ტალანტი აღიარეს მსოფლიოში ცნობილმა ჯაზმენებმა: მარკუს მილერმა, რიჩარდ ბონამ, დიდიე ლოკვუდმა და სილვენ ლუკმა.
2016 წელს სენტ-ემილიონის ფესტივალზე მარკუს მილერის ბენდთან ერთად გამოსვლა გახდა ერთ-ერთი ღირშესანიშნავი მოვლენა ტომ იბარას მუსიკალურ ცხოვრებაში.
ტომ იბარა მსმენელის წინაშე წარდგება რეპერტუარით ახალი ალბომიდან Sparkling.