ლაშა ბუღაძის საჯარო ლექცია – ,, ცენზურა ლიტერატურაში“ გაიმართება
13 ივნისს, 19:00 საათზე, ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში ლაშა ბუღაძის საჯარო ლექცია თემაზე – ,, ცენზურა ლიტერატურაში“ გაიმართება.
როგორც „კვირას“ ბიბლიოთეკიდან აცნობეს, ლექციის ფარგლებში გაიმართება მსჯელობა იმაზე, თუ როგორ მოქმედებს ცენზურა ლიტერატურაზე, რა საფრთხის წინაშე შეიძლება დადგეს თავისუფლად მოაზროვნე ადამიანი და რა გზების გავლა უწევს შემოქმედს იმისათვის, რომ თავი აარიდოს ცენზურას.