მწერალთა სახლში ჯემალ ქარჩხაძის ფორუმი გაიმართება

13 ივნისს, 19:00 საათზე, საქართველოს მწერალთა სახლში ჯემალ ქარჩხაძის ფორუმი გაიმართება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, ისაუბრობენ: ლევან ბრეგაძე, მამუკა ბერიაშვილი, კახა ჯამბურია, ნინო გალდავაძე, მარიამ ხაზარაძე.
ფორუმი ეძღვნება XX საუკუნის II ნახევრის ერთ-ერთ ყველაზე ღრმად მოაზროვნე მწერალს, ჯემალ ქარჩხაძეს, და შეეხება მწერლის აზროვნების სხვადასხვა ასპექტს – ფილოსოფიურს, ლიტერატურულს, სოციალ-თეორიულს, გარკვეულწილად, პოლიტიკურს, კულტურ-მეცნიერულს და ა.შ. წარდგენილი იქნება ალმანახ “ჯემალ ქარჩხაძის ფორუმის” მე-2 ნომერი -“ადამიანი, საზოგადოება, სამყარო ჯემალ ქარჩხაძის შემოქმედებაში”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები