ჩაქვში ავარიის შედეგად ავტომანქანა მდინარეში გადავარდა

ჩაქვში ორი მსუბუქი ავტომანქანა ერთმანეთს შეეჯახა. დარტყმის შედეგად, ერთი ავტომანქანა მდინარე აჭყვაში გადავარდა. აღნიშნული მანქანის მძღოლი მსუბუქი დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მანქანა წყლიდან მაშველებმა ამოიყვანეს. შემთხვევა გუშინ მოხდა.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის 1-ელი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დაღვევას გულისხმობს რამაც სხეულის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

ფოტო „აჭარა TV”

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები