თამარ ჩუგოშვილი: ოპოზიციურ პარტიებს საკმაოდ დაბალი მხარდაჭერა აქვთ

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი სამწუხაროს უწოდებს იმ ფაქტს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მეორე ადგილზე გასული კანდიდატები მეორე ტურში მონაწილეობაზე უარს ამბობენ.
როგორც მან აღნიშნა, ეს პარტიული გადაწყვეტილებაა, რომელშიც ვერავინ ჩაერევა.
“არ ვიცი, ეს რითია განპირობებული. ალბათ, ეს მათი სათქმელია. რაც შეეხება მეორე ტურების რაოდენობას, ეს ერთის მხრივ, ალბათ, ჩვენს მიმართ დიდი მხარდაჭერით არის განპირობებული, მეორეს მხრივ კი, ოპოზიციურ პარტიებს საკმაოდ დაბალი მხარდაჭერა აქვთ. რა თქმა უნდა, ეს შედეგი პარტიულად ჩვენთვის კარგია, მაგრამ ზოგადად, ქვეყნის განვითარებისთვის ძლიერი ოპოზიციური პარტიები მნიშვნელოვანია და იმედია, დროთა განმავლობაში, პარტიები შეძლებენ იმას, რომ საზოგადოების მხარდაჭერა უფრო მეტად მოაგროვონ”, – განაცხადა ჩუგოშვილმა.
შეგახსენებთ, რომ “ნაციონალური მოძრაობა” მეორე ტურში მონაწილეობაზე უარს აცხადებს. ეს გადაწყვეტილება პარტიამ პოლიტსაბჭოს გუშინდელ სხდომაზე მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები