დავით ნარმანია: მნიშვნელოვანია ის, რომ მე ვრჩები ჩვენს გუნდში

მნიშვნელოვანია ის, რომ მე ვრჩები ჩვენს გუნდში, – ამის შესახებ თბილისის მოქმედმა მერმა დავით ნარმანიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
რაც შეეხება იმას, თუ სად განაგრძობს მუშაობას, ნარმანია აცხადებს, რომ გადაწყვეტილება მოგვიანებით იქნება მიღებული.
„მნიშვნელოვანია ის, რომ ვრჩები ჩვენს გუნდში, მე ვრჩები აქ და შესაბამისად, გადაბარების პროცესი რომ დასრულდება, ამავდროულად იქნება მიღებული გადაწყვეტილება”, – განაცხადა ნარმანიამ.
კითხვაზე, განიხილება თუ არა მისი კანდიდატურა გერმანიაში საქართველოს ელჩის თანამდებობაზე, დავით ნარმანიას განცხადებით, საზღვარგარეთ – არა.
რაც შეეხება მერიაში დაგეგმილ საკადრო ცვლილებებს, ნარმანია აღნიშნულს ბუნებრივ პროცესს უწოდებს.
“როდესაც მოდის ახალი ხელმძღვანელი ახალი პროგრამით, ამას მუდმივად თან სდევს გარკვეული ცვლილებები. ვნახოთ, ეს მასზეა დამოკიდებული”, – აღნიშნა ნარმანიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები