ნანა კაკაბაძე: ჩემი საჩივარი არ აღმოჩნდა საკმარისი დროული რეაგირება მომხდარიყო ​ოხანაშვილის ჩვენებაზე

უფლებადამცველმა, ნანა კაკაბაძემ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე 2017 წლის 14 ოქტომბერს, შაბათის კურიერში გასულ სიუჟეტზე ისაუბრა, საიდანაც ირკვეოდა, რომ საპატრიარქოში შეწყალებული პატიმრების სიების შედგენა ანგარებით ხდებოდა.
აღნიშნულთან დაკავშირებით მას სურს, რომ სამოქალაქო საზოგადოებამ პროკურატურას გამოძიების დასაწყებად მიმართოს.
„მე მინდა ამ განცხადებით სამოქალაქო საზოგადოებამ, მიმართოს პროკურატურას როგორც მე მივმართე, რომ დაიწყოს გამოძიება 2017 წლის 14 ოქტომბრის კურიერის სიუჟეტში გასულ ინფორმაციაზე. საქმე ეხება ოხანაშვილის ჩვენებას. ჩემი საჩივარი არ აღმოჩნდა საკმარისი მომხდარიყო დროული რეაგირება, მე ვესაუბრე საგამოძიებოს უფროსს, მან მითხრა, რომ სხვებიც არიან გამოსაკითხი. თუმცა გადავამოწმე ეს ინფორმაცია და აღმოჩნდა, რომ არავის გამოკითხვა არ მიმდინარეობს. მაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ არც პრეზიდენტის გამოკითხვა არ მომხდარა. არც შეწყალების კომისია არ გამოკითხულა.
თამარ ბაღაშვილისგან მივიღე წერილობითი შეტყობინება, სადაც ეწერა, რომ ის ვერ მოითხოვდა გამოძიებას იმ ადამიანების წინააღმდეგ, ვინც მას ინფორმაცია მიაწოდა. გაუგებარია მაშინ რატომ საუბრობდნენ სიუჟეტში გამოძიების დაწყებაზე“,-განაცხადა ნანა კაკაბაძემ.
მან აღნიშნული განცხადება კონფერენციაზე საზოგადოებას გააცნო. კაკაბაძემ, ასევე თამარ ბაღაშვილის პირადი სატელეფონო მიმოწერაც გაასაჯაროვა. როგორც მან აღნიშნა, მას სურს, რომ საჯარო გახდეს ის პოლიტიკა, რასაც „რუსთავი 2“ 15 წლის განმავლობაში აწარმოებს. მისივე თქმით სწორედ კომპანიების ხელმოწერით პროკურატურაზე იქნება ზეწოლა, აღასრულოს კანონი.
„კომპანია ამბობს, რომ რატომ არ არის გამოძიება დაწყებული და ჩვენ მივაწოდეთ ხერხი, რომ ეს გამოძიება დაიწყოს. თუ ეს კომპანია გულწრფელია თავის მოთხოვნაში და არ იყო ზონდერული ჯგუფის მიერ ანგარიშწორება სხვაგვარად მოაზროვნე ადამიანებზე, ვთავაზობთ, თქვენი ხელმოწერით, სხვების ხელმოწერით, კომპანიების ხელმოწერით ზეწოლა მოვახდინოთ პროკურატურაზე, რომ აღასრულოს კანონი. უნდა გამოიკითხოს: ნანა კაკაბაძე, ჭკადუა, ბესელია, პრეზიდენტი, შეწყალების სახელმწიფო კომისია, საპატრიარქოს დასახელებული პირები ქ-ნი მზექალა და მეუფე თეოდორე და ამ წრის გამოკითვის შემდგომ უნდა მივიდეს პროკურატურა იმ დასკვნამდე უნდა გაგრძელდეს თუ არა მე ამას დავურთავ იმ მოთხოვნას, სადაც ბაღაშვილი და ნოდარ მელაძე ითხოვენ გამოძიების დაწყებას. მოაწერენ თუ არა ამაზე ხელს ეს მათი პრობლემაა. მათ კიდევ ერთხელ გამოავლინეს ვის დავალებას ასრულებენ გამოძიება“,-აღნიშნა ნანა კაკაბაძემ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები