ოდესაში ქართველი „კანონიერი ქურდი“ დააკავეს

უკრაინის ქალაქ ოდესაში ქართველი „კანონიერი ქურდი“ – ლევან მირცხულავა, მეტსახელად „პუჭურა“ დააკავეს. ამის შესახებ ოდესის ოლქის ნაციონალური პოლიციის სამმართველოს უფროსი დიმიტრი გოლოვინი იუწყება.
ამ ინფორმაციის მიხედვით, 29 წლის მამაკაცი ოდესაში დანაშაულებრივი დაჯგუფებების გაკონტროლების მიზნით ჩავიდა, რომლებიც ჯიბის ქურდობით არიან დაკავებული.
ამჟამად უკრაინიდან ლევან მირცხულავას გაძევების და ქვეყნის ტერიტორიაზე ჩასვლის აკრძალვის საკითხი განიხილება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები