თამაშმა, რომელიც თვითმკვლელობით სრულდება, სავარაუდოდ, საქართველოში შემოაღწია

საქართველოში 12 წლის გოგო მე-5 სართულიდან გადახტა. ის სხეულის მრავლობითი დაზიანებით საავადმყოფოში წევს. მოზარდმა თვითმკვლელობა, სავარაუდოდ, ე.წ. მასტერის დავალებით სცადა. გამოძიებისთვის დაუდგენელი პირები მოზარდებს ინტერნეტით ეკონტაქტებიან და თამაშს სთავაზობენ.
პირველი შეთავაზებაა, სურთ თუ არა მათ თამაში, ხოლო თანხმობის შემთხვევაში, პირველი ეტაპი უწყინარი დავალებების შესრულებაა, რომელიც ეტაპობრივად რთულდება. 50 დღის შემდეგ კი ფსიქოლოგიურად დამოკიდებულ მოთამაშეებს აიძულებენ, თავი მოიკლან.
ინტერნეტთამაშს მსხვერპლი მოჰყვა რუსეთში, პორტუგალიაში, კენიაში, თვითდაზიანება – აშშ-ში.
გოგონას გადმოხტომის ფაქტზე გამოძიება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლთ დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები