პირველად საქართველოში – უნიკალური შემთხვევა ქართულ სამედიცინო ისტორიაში! (ვიდეო)

„ღუდუშაურის კლინიკის” და კლინიკა „ჰელსიკორის“ სპეციალისტთა გუნდის ერთობლივი ძალისხმევით 34 კვირის ორსულს ურთულესი კარდიოლოგიური ოპერაცია ჩაუტარდა. ოპერაცია 11 საათს გაგრძელდა და წარმატებით დასრულდა.
როგორც „ღუდუშაურის კლინიკის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, მათ კლინიკას 34 კვირის ორსულმა პაციენტმა გულმკერდის არეში ტკივილის და ქოშინის ჩივილით მიმართა, რის შემდეგაც კლინიკის რეანიმატოლოგთა გუნდის მიერ უმოკლეს დროში ჩატარდა ყველა საჭირო კვლევა და დაისვა ზუსტი დიაგნოზი! ამის შემდეგ „ღუდუშაურის“ კლინიკის მეან-გინეკოლოგებმა ოპერატიულად და წარმატებით დაასრულეს საკეისრო კვეთის ოპერაცია, რის შემდეგაც პაციენტს „ჰელსიკორის“ კარდიოლოგებმა ურთულესი კარდიოლოგიური ოპერაცია გაუკეთეს,ოპერაცია წარმატებით დასრულდა!დედა-შვილი თავს კარგად გრძნობს. „გუშინ „ღუდუშაურის კლინიკის“ გადაუდებელი მედიცინის განყოფილებას 34 კვირის ორსულმა პაციენტმა გულმკერდის არეში ტკივილის და ქოშინის ჩივილით მომართა. ჩვენი კლინიკის რეანიმატოლოგთა გუნდის მიერ უმოკლეს დროში ჩატარდა ყველა საჭირო კვლევა და დაისვა ზუსტი დიაგნოზი! პაციენტს სასწრაფოდ ესაჭიროებოდა აღმავალი აორტის და აორტის სარქველის პროტეზირება, თუმცა მანამდე ფეხმძიმობა საკეისრო კვეთით უნდა დასრულებულიყო.
„ღუდუშაურის“ და კლინიკა „ჰელსიკორის“ სპეციალისტთა გუნდის მიერ დაისახა სამოქმედო სტრატეგია, რომლის მიხედვითაც ოპერაცია ჯერ „ღუდუშაურის“ მეან-გინეკოლოგებს ხოლო შემდეგ კი „ჰელსიკორის“ კარდიოქირურგებს უნდა ჩაეტარებინათ. ყოველ წუთს გადამწყვეტი მნიშვნებლობა ჰქონდა. პაციენტი ჩვენი კლინიკის მეან-გინეკოლოთა და ნეონატოლოგთა გუნდის თანხლებით დაუყოვნებლივ გადაყვანილ იქნა „ქართულ-ებრაულ კარდიოლოგიისა და ანგიოლოგიის ცენტრში“.
„ღუდუშაურის“ კლინიკის მეან-გინეკოლოგებმა ოპერატიულად და წარმატებით დაასრულეს საკეისრო კვეთის ოპერაცია,უმოკლეს დროში მოხდა ბავშვის უვნებლად ამოყვანა, რის შემდეგაც საქმეში „ჰელსიკორის“ კარდიოქირურგები ჩაერთნენ. პაციენტს ურთულესი კარდიოლოგიური ოპერაცია ჩაუტარდა, რომელიც 11 საათს გრძელდებოდა. ოპერაცია წარმატებით დასრულდა! დედა-შვილი თავს კარგად გრძნობს. ეს ყველაფერი კი ორი კლინიკის შეთანხმებული, გუნდური მუშაობის შედეგია“, -აღნიშნულია „ღუდუშაურის კლინიკის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

R

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები