პრემიერი საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის კოორდინაციის კომისიების ერთობლივ სხდომას დაესწრო

ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის პროცესის ფარგლებში არსებული მიღწევები, გამოწვევები და სამომავლო გეგმები განიხილეს საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის კოორდინაციის სახელმწიფო კომისიების ერთობლივ სხდომაზე, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით, დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, კომისიამ საქართველოს 2017 წლის წლიური ეროვნული პროგრამა დაამტკიცა, რომელიც სახელმწიფო უწყებების მჭიდრო თანამშრომლობითა და ნატოსა და ალიანსის წევრი ქვეყნების ექსპერტების მიერ გამოთქმული რეკომენდაციების გათვალისწინებით შემუშავდა.
სხდომაზე, ასევე, დამტკიცდა „ევროკავშირსა და ნატოში საქართველოს გაწევრიანების კომუნიკაციის 2017-2020 წლების სამთავრობო სტრატეგია“. დღესვე, კომისიამ მოისმინა ინფორმაცია საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირებისა და შეთანხმებისა და ასოცირების დღის წესრიგის 2016 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულების შესახებ. სხდომაზე აღინიშნა, რომ ასოცირების შეთანხმების განხორციელების მიმართულებით, საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული რეფორმები ევროპულმა მხარემ დადებითად შეაფასა, როგორც საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს გასული წლის სხდომაზე, ისე ევროკომისიის ანგარიშში. კომისიის შეფასებით, წარმატებით განხორციელდა ევროინტეგრაციის საკითხთა კომუნიკაციისა და ინფორმაციის შესახებ სტრატეგიის 2016 წლის სამოქმედო გეგმაც.
​ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა კომისიის დღევანდელ სხდომაზე, ასევე, წარადგინა ინფორმაცია ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებული საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში მიმდინარე და დაგეგმილი აქტივობების შესახებ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები