იემენში უპილოტო თვითმფრინავის ავიადარტყმას ორი მოზარდი ემსხვერპლა

უპილოტო საფრენი აპარატის მიერ განხორციელებულ ავიადარტყმას იემენში ორი მოზარდი ემსხვერპლა. ამის შესახებ სააგენტო „როიტერს“ ადგილობრივმა მოსახლეობამ აცნობა.
ორი 15 წლის ბიჭი იმ მომენტში დაიღუპა, როდესაც გზაზე მიდიოდნენ. ავიადარტყმა დაჯგუფება „ალ ქაიდას“ „ბოევიკების“ წინააღმდეგ განხორციელდა, თუმცა ადგილობრივი მოსახლეობა აცხადებს, რომ დაბომბვებს ხშირად მშვიდობიანი მოსახლეობა ეწირება.
ასე მაგალითად, იანვარში განხორციელებულ ავიადარტყმას 20 ადამიანი, მათ შორის ერთი სამხედრო მოსამსახურე,  ქალები და ბავშვები ემსხვერპლნენ.
იემენში დაჯგუფება “ალ ქაიდას“  ამერიკული ავიაცია პერიოდულად ბომბავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები