უნგრეთის პარლამენტმა მიგრანტების ბანაკების შესახებ კანონპროექტს მხარი დაუჭირა

უნგრეთის პარლამენტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც მიგრანტებს ქვეყნის სამხრეთ ნაწილში მდებარე სპეციალურ ბანაკებში გააგზავნიან. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება. კანონპროექტს პარლამენტის 138-მა წევრმა მხარი დაუჭირა, 6 კი წინააღმდეგი იყო.
დოკუმენტის მიხედვით, მიგრანტებს ეკრძალებათ ქვეყნის ტერიტორიაზე გადაადგილება იმ პერიოდში, ვიდრე ხელისუფლება თავშესაფრის შესახებ განაცხადს არ შეისწავლის.
მიგრაციული კრიზისის დაწყებიდან უნგრეთმა საკმაოდ ხისტი პოზიცია დაიკავა. პარლამენტის ეს გადაწყვეტილება უკვე გააკრიტიკა საერთაშორისო ორგანიზაცია Amnesty International-მა. გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი კი აცხადებს, რომ ის ევროკავშირის ფარგლებში, უნგრეთის მეირ აღებულ ვალდებულებებს არღვევს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები