როდის გამოიდარებს საქართველოში – ამინდის პროგნოზი

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე კვლავ ნალექიანი და ცივი ამინდი შენარჩუნდება. როგორც “კვირას“ გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა, დოდო გვაზავამ განუცხადა, ხვალ საქართველოს მთიან და მაღალმთიან რაიონებში თოვაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დაბლობში 4-დან 9 გრადუსამდე, ბარში კი 5-10 გრადუსამდე გათბება.
მაღალ მთაში ყინვაა მოსალოდნელი.
რაც შეეხება დედაქალაქს, დოდო გვაზავას თქმით, თბილისში 4-8 გრადუსია მოსალოდნელი. გაძლიერდება დასავლეთის მიმართულების ქარი. საქართველოში 3 ნოემბრიდან გამოიდარებს და ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები