კაიმანის კუნძულებზე გენმოდიფიცირებული კოღოები გაუშვეს, რომლებმაც “ზიკას” ვირუსის გავრცელებას ხელი უნდა შეუშალონ

კაიმანის კუნძულებზე სპეციალური გენმოდიფიცირებული კოღოები გაუშვეს, რომლებმაც “ზიკას” ვირუსის გავრცელებას ხელი უნდა შეუშალონ.
ექსპერიმენტში მამალი კოღოები მონაწილეობენ. მათ დედალ კოღოებს სპეციალური გენები უნდა გადასცენ, რომელიც მწერის ორგანიზმში არსებულ მავნე ვირუსს გაანადგურებს. მანამდე გენეტიკურად მოდიფიცირებული კოღოები ბრაზილიაშიც გაუშვეს. პროექტის ოპონენტები აცხადებენ, რომ ის დეტალურად არ შეუსწავლიათ. “ზიკას” ვირუსი, ძირითადად, ლათინურ ამერიკაში და კარიბის ზღვის რეგიონის ქვეყნებში გავრცელდა. ის კოღოს კბენით ან სქესობრივი კონტაქტით გადაეცემა. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ “ზიკას” ვირუსი ახალშობილებში მიკროცეფალიას იწვევს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები