განაში 53 ადამიანი დაიღუპა

განაში ავტობუსის და სატვირთო ავტომანქანის შეჯახების შედეგად 53 ადამიანი დაიღუპა. 23 ადამიანი მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოშია გადაყვანილი. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. ავტობუსი კომპანია Metro Mass Transit-ს ეკუთვნოდა და ის ქალაქ კუმასიდან ტამალეში მიდიოდა. პოლიცია ავარიის ერთ-ერთ სავარაუდო მიზეზად ავტობუსის და სატვირთო მანქანის მძღოლების მიერ სიჩქარის გადაჭარბებას ასახელებს. ქვეყნის პრეზიდენტმა ჯონ მაჰამამ დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები