ნოდარ ხადური: დაძაბულობა ეკონომიკის განვითარებას არ უწყობს ხელს
საქართველოს ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის განცხადებით, დაძაბულობა არც საქართველოს და არც ჩვენი ქვეყნის მთავარი სავაჭრო პარტნიორების ეკონომიკის განვითარებას ხელს არ უწყობს.
“თავისთავად ცხადია, ძალიან რთულია, როდესაც ორ დიდ მეზობელს შორის სიტუაცია არის ძალიან დაძაბული. მე მაინც იმედი მაქვს, რომ გონიერება გაიმარჯვებს და მათ შორის ვითარების შემდგომი ესკალაცია არ მოხდება. დაძაბულობა ეკონომიკის განვითარებას არ უწყობს ხელს, არც ჩვენი და არც იმ ქვეყნების, რომელიც ჩვენი მთავარი სავაჭრო პარტნიორები არიან”, – განაცხადა ხადურმა.