იოჰანეს ჰანი: საქართველოში ინვესტიციების რაოდენობა იზრდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში სტაბილური მდგომარეობაა
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ევროკომისარმა იოჰანეს ჰანიმ განაცხადა, რომ საქართველოში ინვესტიციების რაოდენობა იზრდება, რაც ქვეყანაში სტაბულური მდგომარეობის მაჩვენებელია.
ევროკომისარმა ასევე აღნიშნა რომ იმ მოთხოვნების შესასრულებლად, რომლებიც ასოცირების ხელშეკრებულებაშია გაწერილი, საქართველომ შთამბეჭდავი რეფორმები განახორციელა.
“მინდა ხაზი გავუსვა იმ შთამბეჭდავ რეფორმებს, რომელიც საქართველომ განახორციელა, რათა შესრულებულიყო ის მოთხოვნები, რომლებიც ასოცირების ხელშეკრულებაშია გაწერილი.
გასულ კვირას საქართველო -ევროკავშირის ასოცირების საბჭომ ჯეროვანი შეფასება მისცა მიღწეულ პროგრესს და დააფიქსირა მზადყოფნა, რომ გავაღრმავოთ ევროკავშირთან საქართველოს პოლიტიკური ასოცირება და ეკონომიკური ინტეგრაცია.
ასევე ჩვენ განვიხილეთ ძალზედ მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც საქართველოს პროდუქციის ევროკავშირის მიმართულებით ექსპორტს უკავშირდება. გარდა ამისა, ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოში ინვესტიციების რაოდენობა იზრდება. ეს ასევე ძალიან დადებითი თემაა. ფულს სჭირდება სტაბილურობა და თუ ფული სადღაც იდება და ინვესტირდება, ეს ყველაზე კარგი მაჩვენებელია იმის, რომ ქვეყანაში სტაბილურობაა”, – განაცხადა ჰანმა.