არასამთავრობო ორგანიზაცია „პოზიცია“ თბილისის მერიას ინიციატივით მიმართავს

არასამთავრობო ორგანიზაცია „პოზიცია“ თბილისის მერიას ინციატივით მიმართავს. ორგანიზაცია მერიის ხელმძღვანელობას მოუწოდებს, შეიმუშავოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის პარკირების სივრცეში დასაქმების პროგრამა. საუბარი პარკირების ადგილებში ავტოსადგომის მეთვალყურეების, ე.წ. სტაიანშიკების შშმ პირებით ჩანაცვლებას შეეხება. „პოზიციის“ აღმასრულებელი დირექტორის გურამ ადამაშვილის თქმით, შშმ პირთა პარკირების სივრცეში დასაქმება ორ კეთილშობილურ მიზანს მოემსახურება – პირველი, ესაა აღნიშნული პირებისთვის სტაბილური შემოსავლის წყაროს გაჩენა და მათი სოციალურ გარემოში მეტი ჩართულობა, მეორე კი, საზოგადოებრივი შეგნების დონის ამაღლება და საზოგადოების მხრიდან იმის უკეთ გაცნობიერება, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები ჩვენივე საზოგადოების განუყოფელი წევრები არიან და მათდამი მზრუნველობა როგორც ხელისუფლების, ისე საზოგადოების თითოეული წევრის მოვალეობაა.

ადამაშვილი აცხადებს, რომ მერიის მიერ პარკირების სპეციალური სამსახურის შექმნის სურვილის გამოხატვის შემთხვევაში არასამთავრობო ორგანიზაცია „პოზიცია“ მერიის ხელმძღავნელობას პროექტის განსახორცილებლად სპეციალურ გეგმას წარუდგენს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები