თავდაცვის მინისტრმა ნატოს შტაბ-ბინაში ფოტოგამოფენა მოინახულა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ნატოს შტაბ-ბინაში გენდერის თემაზე ფოტოგამოფენა მოინახულა. უწყების პრესსამსახურის ცნობით, თინათინ ხიდაშელს თავდაცვის სამინისტროს სტენდთან ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი, ელჩი მარიეტ შურმანი შეხვდა. ფოტოგამოფენა ნატოს შტაბ-ბინაში სწორედ მისი ინიციატივით გაიმართა. საუბრისას მხარეებმა ხაზი გაუსვეს ქალების როლს უსარფრთხოების სექტორში და შეთანხმდნენ, რომ მომავალში ინტენსურად ითანამშრომლებენ. გამოფენა „გენდერული ინტეგრაცია საქართველოს შეიარაღებულ ძალებში“ ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის გენდერის პერსპექტივების კომიტეტის მიერ ორგანიზებული კონფერენციის ფარგლებში 28 მაისს გაიხსნა. სტუმრებს საქართველოს შეიარაღებულ ძალებში გენდერული თანასწორობის თემაზე გადაღებული ფოტოების დათვალიერება ერთი კვირის განმავლობაში შეუძლიათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები