თბილისში, ტროტუარებზე 200-ზე მეტი ავტომანქანის პარკირების ადგილი გაუქმდება

დედაქალაქში ტროტუარებზე 200-ზე მეტი ავტომანქანის პარკირების ადგილი გაუქმდება. ნარმანიას თქმით, ქალაქში ფეხით მოსიარულეების სივრცე თითქმის აღარ რჩება, რის გამოც მიიღეს გადაწყვეტილება და დღევანდელი მთავრობის სხდომაზე გავა საკითხი, რომელიც ითვალისწინებს თბილისში 200-ზე პარკირების ადგილის გაუქმებას ტროტუარებზე.
ნარმანიამ აღნიშნა, რომ ავტომანქანების პარკირება ტროტუარებზე ისეთ ადგილებში აიკრძალება, სადაც 3 მეტრზე ნაკლები მანძილია და ასეთ ადგილებში ავტომანქანების პარკირების ნიშნები მოიხსნება.
ამასთან, დედაქალაქის მერმა განმარტა, რომ მერია დაინტერესებული ინვესტორებისთვის გამოაცხადებს კონკურსს, რომელიც მიწისზედა და მიწისქვეშა პარკინგების აშენებას ითვალისწინებს, რათა ავტომანქანის მძღოლებს პარკინგის ადგილების შემცირების გამო დისკომფორტი არ შეექმნათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები