ვაზაგაშვილის საქმეზე დაკავებული პოლიციელების საქმეს მონიტორინგს ომბუდსმენი გაუწევს

საქართველოს სახალხო დამცველი 11 ყოფილი პოლიციელის დაკავების საქმეს მონიტორინგს გაუწევს. უჩა ნანუაშვილის თქმით, ამ პროცესში უნდა გამოირიცხოს ნებისმიერის, მათ შორის ყოფილი სამართალდამცველების უფლებების ხელყოფის ფაქტები.
„უნდა გამოირიცხოს ნებისმიერი სახის დარღვევა და კანონის უზენაესობა უნდა იყოს დაცული. ეს მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ რეალური შედეგი დადგეს და საზოგადოებას ყველა კითხვაზე პასუხი ჰქონდეს ამ საქმესთან მიმართებაში“, – განაცხადა ნანუაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ დროს დაღუპული ზურა ვაზაგაშვილისა და ალექსანდრე ხუბულოვის საქმე მთავარმა პროკურატურამ გახსნილად გამოაცხადა.
საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, ვაზაგაშვილი და ხუბულოვი ირაკლი ფირცხალავას ხელმძღვანელობით მომხდარი შეიარაღებული თავდასხმისას არიან მოკლულები. აღნიშნულ საქმეზე პროკურატურამ, სასამართლოს განჩინების საფუძველზე განზრახ მკვლელობის მტკიცებულებათა ფალსიფიკაციისა და განზრახ უკანონო დაკავების ბრალდებით, 11 პირი დააკავა, მათ შორის, ირაკლი ფირცხალავა. მათ ბრალად ედებათ განზრახ მკვლელობის ორგანიზება და მტკიცებულებათა ფალსიფიკაცია. დანაშაული სასჯელის ზომად 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.
ზურაბ ვაზაგაშვილი და ალექსანდრე ხუბულოვი თბილისში, კორტებთან 2006 წლის 2 მაისს ჩატარებულ სპეცოპერაციას ემსხვერპლნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები