იურიდიული პირებისთვის გაზის ტარიფი 15 თეთრით გაძვირდება

მიმდინარე წლის 1 მარტიდან, თბილისში, იურიდიული პირებისთვის გაზის ტარიფი 15 თეთრით გაძვირდება.
როგორც “კვირას“ “ყაზტრანსგაზ-თბილისის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ეკა სარიამ განუცხადა, 2015 წლის 1 მარტიდან, თბილისში, იურიდიული პირებისთვის გაზის ტარიფი 15 თეთრით გაძვირდება.
მისივე თქმით, დღეის მდგომარეობით, 1 კუბური მეტრი გაზის ტარიფი 75 თეთრს შეადგენს და 1 მარტიდან იურიდიული პირებისთვის 90 თეთრი გახდება.
“გაზს მომწოდებლისგან დოლარის კურსის შესაბამისად ვყიდულობთ და ვყიდით ლარში, იძულებულნი გავხდით, კურსის ცვლილების გამო, ტარიფი 15 თეთრით გაგვეზარდა, ოღონდ მხოლოდ იურიდიული პირებისთვის, ცვლილება ძალაში შედის 1 მარტიდან. ჩვენ შესაბამისი შეტყობინებები უკვე დავუგზავნეთ ყველა იურიდიულ პირს“, -აღნიშნა სარიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები