თბილისის საკრებულოში ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის სხდომა გაიმართა

თბილისის საკრებულოს ოფიციალური ინფორმაციით, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც დეპუტატებმა თბილისის მერიის საქალაქო სამსახურებისა და გამგეობების მიერ წარმოდგენილ პროექტებზე თანხმობის მიცემის თაობაზე იმსჯელეს.
საკითხები, ძირითადად, 2015 წლის ბიუჯეტით პროგრამებისა და ქვეპროგრამების ფარგლებში განსახორციელებელ ღონისძიებებს მოიცავდა. მსჯელობის შედეგად კომისიის წევრებმა დადებითი რეკომენდაცია მისცეს ისეთ საკითხებს, როგორიცაა: შპს ,,სინათლის ქალაქის“ მიერ 410 ცალი სანათის, ასევე წყნეთის ქ N2-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის მიშენების გამაგრება-გაძლიერების წინმსწრებ-დამზღვევი სამუშაოებისათვის საჭირო საპროექტო მომსახურებისა და შესაბამისი სამუშაოების განხორციელება. კომისიის წევრებმა საკითხის განხილვის შედეგად ასევე თანხმობა მისცეს საზოგადოებრივი საპირფარეშოების (რეპერატი) მოწყობას, მთაწმინდის რაიონში ტროტუარებისა და გზის ელემენტების ბეტონით მოპირკეთებას, კლდეების ჩამოშლილი ფენების მოხსნას, ნაძალადევის რაიონში მდებარე ეკლესიების ფინანსურ დახმარებას, ამავე რაიონში 187 ბენეფიციარის ინდივიდუალური გაზიფიცირებასა და რამდენიმე მისამართზე არსებული საყრდენი კედლების რეაბილიტაციას.
კომისიის წევრებმა ასევე შეითანხმეს გამგეობების მიერ წარმოდგენილი შემდეგი საკითხებიც: მთაწმინდის რაიონში სკვერის აღდგენა და საზოგადოებრივი სივრცის მოწყობა, ვაკის რაიონში სანიაღვრე ქსელის მოწესრიგება და გაზის შიდა გამრიცხველიანობა, სამგორის რაიონში დაზიანებული და ავარიული შენობების დაშლა, საკანალიზაციო და სასმელი წყლის ქსელების მოწყობა- რეაბილიტაცია. აღნიშნული საკითხები დასამტკიცებლად ბიუროს უახლოეს სხდომაზე გავა. კომისიის სხდომას, რომელსაც გოჩა ბაბუნაშვილი ხელმძღვანელობდა, მერიის საქალაქო სამსახურებისა და გამგეობების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები