გურჯაანში, 4 თებერვალს, დასუფთავების ფართომასშტაბიანი აქცია გაიმართება

გურჯაანში, 4 თებერვალს, კახეთის გუბერნატორის ინიციატივით დასუფთავების ფართომასშტაბიანი აქცია – „კახეთი სუფთა რეგიონი” გაიმართება.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აქცია ქალაქ გურჯაანში და მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში მოეწყობა. მასში მონაწილეობას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, საჯარო დაწესებულებებსა და კერძო სექტორში მომუშავე ადამიანებიც მიიღებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები