2015 წლის იანვრიდან საქართველოში „ტრენერთა სკოლა“ ამოქმედდება

 საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში, საქართველოში პირველად, „ტრენერთა სკოლა“ ამოქმედდება. პროექტი მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა 2015 წლის იანვრიდან უნდა განახორციელოს. პროექტის ავტორთა თქმით, ყველა დაინტერესებულ პირს საშუალება ექნება სრულფასოვანი კურსი გაიაროს და გარკვეული მიმართულების პროფესიონალ ტრენერად ჩამოყალიბდეს. „ტრენერთა სკოლის“ პროგრამის ფარგლებში, ორდღიანი კონფერენცია გაიმართა, რომლის მიზანი ეფექტური ტრენინგის სტანდარტის გაცნობა, წარმატებული გამოცდილების გაზიარება და დამკვიდრება იყო.
კონფერენციას, რომელიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა გახსნა, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის, საქართველოში ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის, აშშ საელჩოს, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების, კერძო და საჯარო სტრუქტურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები