მიხეილ სააკაშვილს „თავისუფლების რაინდის“ წოდება მიანიჭეს

 ვარშავაში მოქმედმა „კაზიმირ პულასკის ფონდმა“ საქართველოს მესამე პრეზიდენტს – მიხეილ სააკაშვილს „თავისუფლების რაინდის“ ჯილდო მიანიჭა. ამის შესახებ ინფორმაცია სააკშვილის ფეიბუქის გვერდზე გავრცელდა.
გენერალ პულასკის ფონდი „თავისუფლების რაინდის“ ჯილდოს ყოველწლიურად გადასცემს: თავისუფლების, სამართლიანობისა და დემოკრატიისთვის ბრძოლაში განსაკუთრებული ღვაწლის გამღებ ცნობილ ადამიანებს.
„თავისუფლების რაინდის“ წოდებასა და ჯილდოსთან ერთად დაჯილდოვებულებს გადასცემენ გენერალ პულასკის საზეიმო ხმლის კოპიოს, სწორედ ისეთს, როგორსაც ატარებდა პოლონელებისა და ამერიკელების თავისუფლებისთვის მებრძოლი, აშშ-ის დამოუკიდებლობისთვის ომში კონტინენტური არმიის გენერალი კაზიმირ პულავსი, რომელსაც „ამერიკის კავალერიის მამას“ უწოდებენ.
სხვა და სხვა დროს გენერალ პულასკის სახელობის „თავისუფლების რაინდის“ ჯილდო გადაეცათ: პოლონეთის პრეზიდენტ ლეჰ ვალენსას, პოლონეთის პრეზიდენტ ალექსანდრ კვასნევსკის, ლიტვის პრეზიდენტ ვალდას ადამკუსს, ლატვიის პრეზიდენტ ვაირა ვიკე-ფრეიბერგას, აგრეთვე: ჰავიერ სოლანას, ბერნარდ კუშნერს, რიჩარდ ლუგარს. დღეიდან ამ სიას საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაემატა.
.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები