გაერო-ს ლტოლვილთა სააგენტოს განცხადებით, ირანში მიმდინარე კონფლიქტის ფონზე მილიონობით ადამიანი იძულებით გადაადგილდა

გაერო-ს ლტოლვილთა სააგენტოს განცხადებით, ირანში აშშ-ისა და ისრაელის სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ ქვეყნის შიგნით იძულებით გადაადგილებულ პირთა რაოდენობამ 3.2 მილიონს მიაღწია.

სააგენტოს წინასწარი შეფასებით, მიმდინარე სამხედრო მოქმედებების გამო საკუთარი საცხოვრებელი ადგილი დროებით დატოვა დაახლოებით 600 ათასიდან ერთ მილიონამდე ირანულმა ოჯახმა.

გაერო-ში აღნიშნავენ, რომ ჰუმანიტარული მდგომარეობა სწრაფად უარესდება და თუ საბრძოლო მოქმედებები გაგრძელდება, გადაადგილებულთა რაოდენობა, შესაძლოა, კიდევ გაიზარდოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები