ორთაჭალაში მომხდარ ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა
ორთაჭალაში, გორგასლის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
შემთხვევის შედეგად, დაიღუპა ერთი ადამიანი.
როგორც "კვირას" შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 275-ე მუხლით დაიწყო.
სხვა დეტალები უცნობია.