ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობის ფაქტზე დუშეთის პოლიციამ 1 პირი დააკავა. ინფორმაცია “კვირას” შსს-ში დაუდასტურეს.
მათივე ცნობით, გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა დუშეთში, ერთ-ერთი სუპერმარკეტის მიმდებარე ტერიტორიაზე, ცივი იარაღის გამოყენებით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა ძაღლს.
უწყების ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ცნობისთვის, მოქალაქე ნინო სინჯარაძემ სოციალურ ქსელში დაწერა: “რამდენიმე დღის წინ დუშეთში ერთმა არაადამიანმა სასტიკად მოკლა(დაჩეხა) ძაღლი!!!
ძაღლი მხოლოდ მანქანებს უყეფდა, მაგრამ არ ერჩოდა ადამიანებს! ცუგა ერთ-ერთი დუშელის იყო და შემდეგ, როცა მობეზრდათ, სახლიდან ქუჩაში მოისროლეს!!
თურმე ვიდეოკამერებში ჩანს, ეს მანიაკი როგორ იწვევს და აღიზიანებს ძაღლს და ბოლოს დანით თუ ხანჯლით ჩეხავს! და ისიც გავარკვიე, რომ დიდი ხანია ეს არაადამიანი დუშეთის (და ალბათ არამხოლოდ დუშეთის) ძაღლებს აწიოკებს და სცემს… ყველა, ვისაც ამ დანაშაულში წვლილი მიგიძღვით, მკვლელით დაწყებული, “მიმჩქმალავებით” დამთავრებული, ხართ არამზადები, მანიაკები და საზოგადოებისთვის საშიშები! ყველა დამნაშავე სათითაოდ და კანონის სრული სიმკაცრით დაისაჯოს!!! ეს ადამიანები მხოლოდ ცხოველებისთვის არ არიან საშიშები, გაიგეთ და შეიგნეთ ეს!!!”.