1914 წლის ზავი — შობა, როცა მტრები ერთად მღეროდნენ და ფეხბურთს თამაშობდნენ
1914 წლის დეკემბერი... პირველი მსოფლიო ომის დაწყებიდან სულ რამდენიმე თვე იყო გასული, თუმცა დასავლეთის ფრონტზე უკვე ასობით ათასი ადამიანი დაღუპულიყო. ტალახით სავსე სანგრები, მუდმივი სროლა, გაუსაძლისი სიცივე და სიკვდილის ყოველწუთიერი მოლოდინი…