უკრაინელებმა მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას კვლავ შეუტიეს

მოსკოვი უკრაინული დრონების მასობრივი თავდასხმის სამიზნე გახდა. დედაქალაქის კაპოტნიას რაიონში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას თავს დაესხნენ,- ინფორმაცია ტელეგრამის არხებზე ვრცელდება.

“საჰაერო თავდაცვის ძალები აგრძელებენ მასშტაბური შეტევის მოგერიებას. რამდენიმე დრონმა მოახერხა კაპოტნიაში, მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანამდე მიღწევა. მიიღება ზომები შედეგების შესამსუბუქებლად“, – განაცხადა მოსკოვის მერმა სერგეი სობიანინმა.

მაცხოვრებლები აცხადებენც რომ თავდასხმის დროს „არ ყოფილა არანაირი გაფრთხილება, არც საჰაერო თავდასხმის სირენა, არც საფრთხის შესახებ შეტყობინება SMS-ით ან დინამიკებით“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები