ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დირექტორი მარიამ კობიაშვილი ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერის პირველ მოადგილეს, თეიმურაზ მჭედლიძეს, მერის მოადგილეს, მკრტიჩ მღდესიანს და საკრებულოს თავმჯდომარეს, რუბენ პალიანს შეხვდა
ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დირექტორი მარიამ კობიაშვილი ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერის პირველ მოადგილეს, თეიმურაზ მჭედლიძეს, მერის მოადგილეს, მკრტიჩ მღდესიანს და საკრებულოს თავმჯდომარეს, რუბენ პალიანს შეხვდა.
შეხვედრის ფარგლებში საუბარი შეეხო საჯარო სექტორში კვალიფიციური კადრების მომზადების საკითხსა და სკოლის როლს პროფესიული განვითარების ხელშეწყობაში.
მხარეებმა ასევე იმსჯელეს ახალქალაქის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო ენის სწავლებისა და გავრცელების მიმართულებით სამომავლოდ განსახორციელებელ ღონისძიებებსა და თანამშრომლობის შესაძლებლობებზე.