ომის 16 წლის გმირი — სიბილ ლუდინგტონის ისტორია
სიბილ ლუდინგტონი (1761-1839) გახლდათ ამერიკის რევოლუციური ომის გმირი, რომელიც სულ რაღაც 16 წლის იყო. ის მთელი ღამის განმავლობაში მიაჭენებდა ცხენს, რათა შტატის ნაციონალური გვარდიისთვის მოახლოებული ბრიტანული თავდასხმის შესახებ ეცნობებინა.
ნიუ-იორკში დაბადებული სიბილი 12 შვილიდან უფროსი იყო. მისი მამა, პოლკოვნიკი ჰენრი ლუდინგტონი, ადგილობრივი გვარდიის ლიდერი და ამერიკის დამოუკიდებლობის ძლიერი მხარდამჭერი გახლდათ. 16 წლის ასაკში სიბილი უკვე ეხმარებოდა მამას საოჯახო მეურნეობის მართვაში და მცირე ასაკის მიუხედავად, ძალიან შრომისმოყვარე იყო.
1777 წლის 26 აპრილს ბრიტანულმა ჯარებმა დაგეგმეს შეტევა კონექტიკუტის შტატის ქალაქ დანბარიზე, სადაც ამერიკული არმიის მომარაგების საცავი მდებარეობდა. შიკრიკმა ლუდინგტონის სახლამდე მიაღწია, თუმცა დაქანცული იყო და გზა ვეღარ განაგრძო. იმის გამო, რომ მამას ჯარების შეკრება სჭირდებოდა, სიბილი თავად გაეშურა ხალხის გასაფრთხილებლად საკმაოდ სახიფათო მოგზაურობაში.
იგი ამხედრდა საკუთარ ცხენზე — სახელად, „ვარსკვლავი“ — და გაიარა, თითქმის, 40 მილი. გოგონამ შეძლო მისიის შესრულება და გააფრთხილა ჯარისკაცები ბრიტანელების წინსვლის შესახებ. მისი სიმამაცის წყალობით, 400-მა მებრძოლმა დროულად შეძლო მობილიზება.
სიბილ ლუდინგტონი ქალთა ეროვნულ დიდების დარბაზშია შეყვანილი. მიუხედავად იმისა, რომ გოგონას გმირობა წლების განმავლობაში დავიწყებული იყო, მისი ისტორია ნათლად აჩვენებს, რომ გამბედაობასა და გმირობას ასაკი და სქესი არ აქვს.