შალვა პაპუაშვილი სალომე ზურაბიშვილზე: ქალბატონ სალომეს იმის ეჭვიც ჰქონდა, რომ რუსეთი ჩაერია ჩვენს არჩევნებშიო მაგრამ როცა ჰკითხეს საიდან გაქვს ეს ეჭვიო აღმოჩნდა, რომ დაესიზმრა
„ქალბატონ სალომეს იმის ეჭვიც ჰქონდა, რომ რუსეთი ჩაერია ჩვენს არჩევნებშიო მაგრამ როცა ჰკითხეს საიდან გაქვს ეს ეჭვიო აღმოჩნდა, რომ დაესიზმრა და არანაირი ხელმოსაკიდი ფაქტი მას არ ჰქონდა. ასე, რომ სხვის ეჭვებზე კომენტარს ვერ გავაკეთებ“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
ჟურნალისტის კითხვაზე, რასთან დაკავშირებითაც სალომე ზურაბიშვილი ეჭვობს, რომ მასზე განხორციელებული თავდასხმის უკან, რა დროსაც კვერცხები ესროლეს, „ქართული ოცნება“ დგას, პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ სალომე ზურაბიშვილს ხშირად აქვს უსაფუძვლო ეჭვები, რომელსაც შემდეგ ვერც ერთი მტკიცებულებით ვერ ადასტურებს.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, მან თავის დროზე, როდესაც ეს ფაქტი მოხდა დაგმო ძალადობა.
„ის ძალადობრივი გარემო, რომელიც უცხოური დაფინანსებით საქართველოში იქმნება და რომლის თანამონაწილეც არის მათ შორის ქალბატონი სალომე, ოპოზიციის სხვა წარმომადგენლები და „ენჯეოები“, ეს ძალადობრივი გარემო რა თქმა უნდა, უნდა შეიცვალოს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, სალომე ზურაბიშვილს რამდენიმე კვირის წინ აეროპორტში სამოქალაქო აქტივისტები დაუპირისპირდნენ და კვერცხები ესროლეს.