აშშ-ის გადაწყვეტილების შემდეგ, საპასუხო ტარიფების მეორე ტალღას კანადაც აპაუზებს

კანადა დაგეგმილი საპასუხო ტარიფების მეორე რაუნდს 4 000-ზე მეტი სახეობის ამერიკულ საქონელზე 2 აპრილამდე დააპაუზებს,- ამის შესახებ კანადის ფინანსთა მინისტრმა, დომინიკ ლებლანმა განაცხადა.

”შეერთებული შტატები დათანხმდა, რომ 2 აპრილამდე შეაჩეროს ტარიფები კანადიდან CUSMA-ით გათვალისწინებული საქონლის ექსპორტზე. შედეგად, კანადა 2 აპრილამდე არ განახორციელებს ტარიფების მეორე ტალღას 125 მილიარდი დოლარის ღირებულების ამერიკულ პროდუქტებზე, იმავდროულად, ვაგრძელებთ მუშაობას ყველა ტარიფის მოხსნაზე“, – წერს ლებლანი.

კანადურმა მხარემ ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გამოაცხადა, რომ მექსიკა და კანადა 2 აპრილამდე გათავისუფლდებიან ტარიფებისგან საქონელზე, რომელზედაც კანადა-აშშ-მექსიკის შეთანხმება (CUSMA) ვრცელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები