სირიაში, 70-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და ათობით დაიჭრა სამთავრობო უსაფრთხოების ძალებსა და ჩამოგდებული მმართველის, ბაშარ ალ-ასადის მებრძოლებს შორის შეტაკებისას.
მედიის ცნობით, დეკემბერში ბაშარ ალ-ასადის დაცემის შემდეგ, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ძალადობრივი თავდასხმა სირიის ისლამისტურ მთავრობასთან დაკავშირებულ ძალებზე, რომლის წინაშეც დგას ახალი მთავრობა.
ინციდენტი მოხდა ქალაქ ჯაბლეში, ლატაკიის სანაპირო პროვინციაში.
“კარგად დაგეგმილი და წინასწარ განზრახული თავდასხმის დროს, ასადის მილიციის რამდენიმე ჯგუფი თავს დაესხა ჩვენს პოზიციებსა და საგუშაგოებს”,- განაცხადა მუსტაფა კნეიფატმა, ლატაკიის უსაფრთხოების ხელმძღვანელმა.
სირიის მთავრობამ ლატაკიაში დამატებითი სამხედრო ძალები გაგზავნა.
რეგიონში ვითარება ამ დრომდე დაძაბულია. სირიის ქალაქებსა და სოფლებში სროლის ხმა ისმის.