რუბიოს თქმით, აშშ მზად არის, უკრაინასთან ურთიერთობები აღადგინოს
ომის დასრულების ერთადერთი გზა არის რუსეთის იძულება დაჯდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან.
შეერთებული შტატები მზად არის, აღადგინოს ნორმალური ურთიერთობები უკრაინასთან, განაახლოს კონტაქტები და მოლაპარაკებები გადატვირთოს,- ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა.
მისივე თქმით, ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ კიევი მზად იქნება მშვიდობისთვის.
ომის დასრულების ერთადერთი გზა, მისი თქმით, არის რუსეთის იძულება მოლაპარაკებების მაგიდასთან მისაყვანად და პრეზიდენტი ტრამპი ერთადერთია, ვისაც ამის გაკეთება შეუძლია.
“ჩვენ სამი წელი გავატარეთ ვლადიმერ პუტინისთვის სახელების დარქმევაში. ახლა ამის დრო არ არის. ახლა ჩვენ ვცდილობთ მის მიყვანას მოლაპარაკებების მაგიდასთან. მე თავიდანვე ვთქვი, რომ შესაძლოა მათაც არ სურთ შეთანხმება. ჩვენ არ ვიცით, რადგან სამი წელია არ გვილაპარაკია”,- განაცხადა რუბიომ.